შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული ზურაბ ნ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში, აფხაზეთის ქუჩაზე დააკავეს.
სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას არარეგისტრირებული, თვითნაკეთი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი, პისტოლეტ-ტყვიამფრქვევისთვის განკუთვნილი ასევე თვითნაკეთი მაყუჩი, გადაჭრილი სანადირო თოფი და 8 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული იარაღი და საბრძოლო მასალა ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას მიეკუთვნება და სროლისათვის ვარგისია.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).
შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო (ვიდეო)
