გიორგი ვაშაძე: წულუკიანი გამწარებულია საქართველოს მოქალაქეებზე და მსოფლიოზე

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ხელისუფლებამ სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით ძველი რეგულაციები უნდა დააბრუნოს, რადგანაც ახალი სავიზო რეგულაციებით ქვეყანამ 400 მილიონზე მეტი დაკარგა. “ქვეყანა გააუბედურეს იმ რეგულაციებით, რაც მიიღეს და ამით 400 მილიონზე მეტი დაკარგეს. წულუკიანი გამწარებულია საქართველოს მოქალაქეებზე და მსოფლიოზე. ეს რეგულაციების მანიაში გადაეზარდა. რაც რეგულაციები შემოაქვთ, კატასტროფის მომტანია და ვითხოვთ, ისევ ძველი რეგულაციები შემოვიდეს კანონში. ამასთან დაკავშირებით ვითხოვთ ასევე წულუკიანის და პრემიერის პარლამენტში მოსვლას. წულუკიანმა უნდა განგვიმარტოს, რომელმა ევროპელმა უთხრა მას ამ რეგულაციების შემოღება კანონში, რომლითაც ამერიკელს და ევროპელს საქართველოში შემოსვლა უჭირს”, – განაცხადა ვაშაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები