პაატა ზაქარეიშვილი: ევროკავშირი “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანას ითხოვს

ბრიუსელში ევროკავშირი-საქართველოს სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართა. განხილვის მთავარი საკითხები რეგიონში უსაფრთხოება, ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაცია, ჟენევის მოლაპარკებების გააქტიურება იყო. საუბარი საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მუშაობასაც შეეხო. ქართული მხარის თქმით, საუბარი იყო ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით იმ კანონპროექტზეც, რომელიც ამჟამად მოქმედი კანონის ლიბერალიზაციას ითვალისწინებს. პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, ამ თემით ევროკავშირი დაინტერესდა.
მინისტრის განცხადებით, ევროკავშირი მოითხოვს, რომ “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონში ცვლილებები შევიდეს.
“ევროკავშირი ცალსახად და მკაფიოდ მოითხოვს, რომ ჩვენ შევიტანოთ ცვლილებები კანონში “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ”. არსებობს მოსაზრებები და ჭორები, რომ თითქოს ეს რუსეთის ინტერესებითაა და ეს ასე არ არის. ეს სწორედ ევროკაშირის მოთხოვნაა. იყო საუბარი, თუ რა უშლის ხელს ამ კანონში ცვლილებების შეტანას, რომელიც ჩემი სამინისტროს მხრიდან ორი წლის წინ იყო ინიცირებული. ბრიუსელიდან იქნებ მაინც გაიგოს პარლამენტმა, რომ საჭიროა ამის განხორციელება, მოვუწოდებ, რომ დროზე განხორციელდეს,“ – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები