ლევან მაჭავარიანი არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობაზე: სავარაუდოდ, ინსტრუქციები იგვიანებს, მაგრამ ისინი რაღაც პროცესებს აპარალელებენ, რომ შემდეგ ძალიან არ დააგვიანდეთ, რეგიონებში უკვე ვიღაცები დაუნიშნავთ

“ახლა ელოდებიან კიდევ, უცხოეთიდან რა ინსტრუქცია წამოვა – მიიღონ თუ არ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა მათი სამწუხარო ხვედრი არის ის, რომ როგორ ინსტრუქციასაც მიიღებენ, ისე უნდა იმოქმედონ, “- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის შესაძლო მონაწილეობის შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის სამწუხარო ხვედრი არის ის, რომ როგორ ინსტრუქციასაც მიიღებენ, ისე უნდა იმოქმედონ.

„სავარაუდოდ, ინსტრუქციები იგვიანებს, მაგრამ ისინი რაღაც პროცესებს აპარალელებენ, რომ შემდეგ ძალიან არ დააგვიანდეთ, რეგიონებში უკვე ვიღაცები დაუნიშნავთ. ჩვენ ვაპირებთ, რომ გამანადგურებელი ანგარიშით დავამარცხოთ 64-ვე მუნიციპალიტეტში. როგორც კი ეს არჩევნები დასრულდება, უახლოეს მომავალში ჩვენ ვპირდებით ხაზგასმით, მით უმეტეს, ჩვენს ამომრჩეველს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ველიდან გაქრობის დაპირება ამ წელსვე შესრულდება“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები