“კონსულტაციები მიმდინარეობს იმ ადამიანთან თუ ადამიანებთან, რომლებიც შეიძლება, პოტენციურად იყვნენ პარტიის ხელმძღვანელები, “- ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა, პარტია „ქართული ოცნების“ ახალი თავმჯდომარის არჩევის თემაზე საუბრისას განაცხადა.
„7 მაისს იგეგმება პარტიის გაფართოებული ყრილობა, სადაც საბოლოო ჯამში ავირჩევთ როგორც პარტიის თავმჯდომარეს, ასევე გაფორმდება გარკვეული ტიპის პარტიული გადაადგილებები ერთობლივი, გუნდური გადაწყვეტილებით. მანამდე პარტიული, რეგიონული ყრილობები ჩატარდება, კიდევ ერთხელ გაიმართება პოლიტიკური საბჭოს შეხვედრა და მივიღებთ პარტიულ გადაწყვეტილებებს. რა თქმა უნდა, კონსულტაციები მიმდინარეობს იმ ადამიანთან თუ ადამიანებთან, რომლებიც შეიძლება, პოტენციურად იყვნენ პარტიის ხელმძღვანელები“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ ყრილობა ჩატარდება 7 მაისს, სადაც არჩეული იქნება პარტიის ახალი თავმჯდომარე. პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა 25 აპრილს გააკეთა.