პროკურორი: „კაბელების საქმეზე” ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძველი არ არსებობს

აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძველი არ არსებობს, – ამის შესახებ ე.წ. კაბელების საქმის პროკურორმა ნინო აღლემაშვილმა პროცესის დაწყებამდე განაცხადა. მისთვის გაუგებარია როგორ აპირებენ ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულების ადვოკატები სასამართლოში საკუთარი პოზიციის დაცვას. აღლემაშვილის განცახდებით, ადვოკატებს სასამართლოში წარდგენილი აქვთ 2200 გვერდი მტკიცებულებები, საიდანაც 2000 გვერდი ბრალდების მხარის მიერ არის მოპოვებული.
მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები გასული წლის ნოემბერში დააკავა. მათ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ. უწყების ინფორმაციით, მოქმედ თანამდებობის პირებს ბრალად ედებათ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვა, კომპანია “სილქნეტის” სასარგებლოდ.
დაკავებული არიან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გიზო ღლონტი; საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ კაიშაური; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი გიორგი ლობჟანიძე; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი არჩილ ალავიძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი დავით წიფურია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები