საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე, კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი აკაკი ბერიანიძე დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა, 180 000 ლარის სანაცვლოდ, მის მიერ ყალბად დამზადებულ საგადასახადო ანგარიშფაქტურაში და სასაქონლო ზედნადებში ფიქტიურად მიუთითა, თითქოს შპს “მარიკომ” ერთ-ერთ კომპანიას გაუწია ნახევარი მილიონი ლარის ღირებულების საკონსულტაციო მომსახურეობა. დანაშაულებრივ ფაქტზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2- დან 4 წლამდე ვადით.