„ვინც ზვიად გამსახურდიას პატივს სცემდა და დღემდე გვიყვარს, სახლიდან საქართველოს სამფეროვანი დროშა გადმოვფინოთ“

დღეს საქართველოს პირველ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას 76 წელი შეუსრულდებოდა.
თარიღს რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი ზაზა გაბედავა ეხმაურება. გაბედავა ყველას, ვინც ზვიად გამსახურდიას პატივს სცემდა, მოუწოდებს სახლებიდან სამფეროვანი დროშები გადმოფინონ.
“დღეს ზვიად განსახურდია 76 წლის გახდებოდა… ჩვენ მისი გულწრფელი მომხრეები ვიხსენებთ მას მუდამ და ის ჩვენს გულებში მუდამ ენთება როგორც ცეცხლი სამშობლოს სიყვარულისა!!! ჩვენ გვინდა ისე მოვიქცეთ, როგორც ზვიად გამსახურდიას გაუხარდებოდა!!! ამიტომ ყველას, ვინც ზვიად გამსახურდიას პატივს სცემდა და დღემდე უყვარს, გადმოვფინოთ სახლიდან საქართველოს სამფეროვანი დროშა, რომელსაც უამრავი სიმბოლური დატვირთვა აქვს, გადმოფინეთ, რათა ზვიადის სულს გაუხარდეს! მადლობა ყველას“, – წერს ზაზა გაბედავა ფეისბუქის პირად გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები