გურამ ადამაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, სამართალდამცავ სტრუქტურებში “ნაცმოძრაობის” დროინდელ კადრებს გადახედოს

არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციას“ აღმასრულებელი დირექტორი გურამ ადამაშვილი ხელისუფლებას ოუწოდებს სამართალდამცავ სტრუქტურებში “ნაციონალური მოძრაობის” პერიოდიდან დასაქმებულ კადრებს გადახედოს.
ადამაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილზე გადაღებულ ვიდეოკადრებს აზიარებს და საზოგადოებას კიდევ ერთხელ ახსენებს პოლიციელის გაუგონარ საქციელს.„მართალია ძველი ვიდეოა, მაგრამ იმდენად ამაზრზენი კადრია, რომ ამის დავიწყება ფაქტობრივად შეუძლებელია. ასეთი პოლიციელი არა თუ მოსახლეობას დაიცავს, საკუთარ შვილსაც კი ვერ აღზრდის ღირსეულად. ზუსტად ასეთი ნაძირლებით იყო სავსე სისტემა და დღეს უკვე შეყუჟულ-შემალულები ცდილობენ ქაოსის შექმნას და ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოხდენას.
მოვუწოდებ ხელისუფლებას, კარგად გადახედონ სამართალდამცავ სტრუქტურებში “ნაციონალური მოძრაობის” პერიოდიდან დასაქმებულ კადრებს და განსაკუთრებით მათ, რომელთაც პირდაპირ დანაშაული მიუძღვით ქვეყნის წინაშე. არ გამოვრიცხავ, რომ მომხდარ მკვლელობებში მსგავსი პიროვნებები იყვნენ ჩართულები,“ – წერს სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიცია“-ს აღმასრულებელი დირექტორი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები