“მე რომ არ ვყავდე მათ, შიმშილით ან უწამლობით სიკვდილი დაემუქრებოდათ”

 საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია პენსიის მომატების საკითხს  სოციალურ ქსელში ეხმაურება. მისი განცახდებით, რომ პენსიის 10 ლარით გაზრდა მოხუცებისთვის, ვინც მხოლოდ პენსიის იმედზეა, არაფერს ნიშნავს.
„ხადურის მშობლების არ ვიცი, მაგრამ ჩემი მშობლები სრულიად გულგრილად არიან განწყობილები სექტემბერში პენსიების სამათხოვრო მატებაზე. მე რომ არ ვყავდე მათ, შიმშილით ან უწამლობით სიკვდილი დაემუქრებოდათ. ის ხალხია ცოდო, ვისაც შემნახავი არ ჰყავს და მხოლოდ პენსიის იმედზეა.
მამაჩემის მხოლოდ წამლები ჯდება რამდენიმე თვის პენსია. უპატრონოდ რომ ყოფილიყო, აქამდე ბევრად ადრევე მოკვდებოდა”, – წერს გამზარდია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები