გოგა ონიანს ახალი ბრალდება წარედგინა

  სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, სამსახურებრივი სიყალბის მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის, პოლიტიკური დევნისა და განზრახ უკანონო დაკავების ფაქტზე შს სამინისტროს გლდანი – ნაძალადევის უფროსის ყოფილ მოადგილეს გოგა ონიანს კიდევ ერთი ბრალდება წარედგინა. ამის შესახებ მთავარ პროკურატურაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
„2011 წელს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო, გიორგი ონიანის მიერ კიდევ ერთი პირის მიმართ განხორციელდა პოლიტიკური დევნა, უკანონოდ დააკავეს კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ლევან მდინარაძე“, – აცხადებენ პროკურატურაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები