სულხან თამაზაშვილი ბათუმის წმინდა ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანის ბენეფიციარებისთვის გამართულ საახალწლო კონცერტს დაესწრო

ბათუმის წმინდა ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანის ბენეფიციარებისთვის, წმინდა მატათა მოციქულის სახელობის გიმნაზიის აღსაზრდელებმა საახალწლო კონცერტი გამართეს. ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით,ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრისთან ერთად დაესწრო.

სულხან თამაზაშვილმა ღონისძიების მონაწილეებსა და ორგანიზატორებს შობა-ახალი წელი მიულოცა და აღნიშნა, რომ მსგავსი ინიციატივები მნიშვნელოვანია ბავშვებში სოლიდარობის განცდისა და თანაგრძნობის უნარის ჩამოყალიბებისთვის.

მისივე თქმით, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრისთან ერთად, ჩაერთვება ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში, რაც სათნოების სავანის გაფართოებასა და ბენეფიციარებისთვის საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებას გულისხმობს.

კონცერტს მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე თამარ ნარიმანიძე, ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიების ფარგლებში, პატარებმა მრავალფეროვანი მუსიკალური და შემოქმედებითი ნომრები წარადგინეს.

მთავრობის თავმჯდომარე ასევე, წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის საბავშვო ბაღს ეწვია და აღსაზრდელებსა და პედაგოგებს ახალი წელი მიულოცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები