ქართული თეატრის დღესთან დაკავშირებით, ნიღბებისადმი მიძღვნილი უნიკალური ექსპოზიცია გაიხსნა
ხელოვნების სასახლეში, საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ქართული თეატრის დღესთან დაკავშირებით, ნიღბებისადმი მიძღვნილი უნიკალური ექსპოზიცია გაიხსნა.
გიორგი კალანდიას ინფორმაციით, სასახლე პირველად მასპინძლობს ნიჭიერ ქართველ ხელოვან შოთა თხილიშვილს (მენიღბეს), რომელმაც საავტორო ნიღბების შესანიშნავი კოლექცია წარმოადგინა.
დამთვალიერებელი ასევე იხილავს საქართველოს სამეფო აზიური საზოგადოებისა და ხელოვნების სასახლის საკუთრებაში არსებულ ქართულ, ვენეციურ, აფრიკულ, ჩინურ, იაპონურ, მონღოლურ, ბერძნულ და სხვა ქვეყნების ძვირფას ნიღბებს.






