რუსეთი აცხადებს, რომ აშშ-ის მუქარის მიუხედავად, ირანთან ვაჭრობას გააგრძელებს

მოსკოვი ირანთან თანამშრომლობას გააგრძელებს, მიუხედავად თავდასხმების მუქარისა და შეერთებული შტატების მხრიდან ტარიფების დაწესებისა,- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

მინისტრმა დასძინა, რომ ვერავითარი გარე ძალა ვერ შეცვლის ორ ქვეყანას შორის კავშირების ბუნებას.

მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე ლავროვმა განაცხადა, რომ აშშ-ის ქმედებები ხელს უწყობს გლობალური წესრიგის ფრაგმენტაციას და ზიანს აყენებს ვაშინგტონის სანდოობას.

„ჩვენი ამერიკელი კოლეგები არასანდოდ გამოიყურებიან, როდესაც ასე იქცევიან“, – თქვა ლავროვმა.

მან დასძინა, რომ დიდი ხნის განმავლობაში მის მიერ პოპულარიზებული პრინციპების მიტოვებით, აშშ ასუსტებს ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებულ საერთაშორისო ჩარჩოს.

„ეს და საერთაშორისო ასპარეზზე სხვა ქმედებები მიუთითებს ჩვენი ამერიკელი კოლეგების ხაზზე, დაარღვიონ მთელი სისტემა, რომელიც მათი მონაწილეობით მრავალი წლის განმავლობაში შეიქმნა“, – განაცხადა ლავროვმა.

მისი თქმით, საერთაშორისო წესრიგი გლობალიზაციასთან ერთად, ფაქტობრივად, დაინგრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები