აშშ 75 ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, საიმიგრაციო ვიზების გაცემას შეუჩერებს

აშშ 75 ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, საიმიგრაციო ვიზების გაცემას შეუჩერებს. ამის შესახებ ინფორმაციას Fox News-ი სახელმწიფო დეპარტამენტის მემორანდუმზე დაყრდნობით ავრცელებს.

გადაწყვეტილება ძალაში 21 იანვარს შევა და განუსაზღვრელი ვადით დარჩება ძალაში, სანამ დეპარტამენტი სავიზო პროცედურების ხელახლა შეფასებას არ დაასრულებს.

ქვეყნების ჩამონათვალი ასეთია: ავღანეთი, ალბანეთი, ალჟირი, ანტიგუა და ბარბუდა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბაჰამის კუნძულები, ბანგლადეში, ბარბადოსი, ბელარუსი, ბელიზი, ბუტანი, ბოსნია, ბრაზილია, ბირმა, კამბოჯა, კამერუნი, კაბო-ვერდე, კოლუმბია, კოტ-დ’ივუარი, კუბა, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, დომინიკა, ეგვიპტე, ერიტრეა, ეთიოპია, ფიჯი, გამბია, საქართველო, განა, გრენადა, გვატემალა, გვინეა, ჰაიტი, ირანი, ერაყი, იამაიკა, იორდანია, ყაზახეთი, კოსოვო, ქუვეითი, ყირგიზეთი, ლაოსი, ლიბანი, ლიბერია, ლიბია, მაკედონია, მოლდოვა, მონღოლეთი, მონტენეგრო, მაროკო, ნეპალი, ნიკარაგუა, ნიგერია, პაკისტანი, კონგოს რესპუბლიკა, რუსეთი, რუანდა, სენტ-კიტსი და ნევისი, სენტ-ლუსია, სენტ-ვინსენტი და გრენადინები, სენეგალი, სიერა-ლეონე, სომალი, სამხრეთ სუდანი, სუდანი, სირია, ტანზანია, ტაილანდი, ტოგო, ტუნისი, უგანდა, ურუგვაი, უზბეკეთი და იემენი.

როგორც Fox News-ი წერს, 2025 წლის ნოემბერში სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოს საკონსულოებს გაუგზავნა დეპეშა, რომელშიც დიპლომატებს ვიზის განმცხადებლების შემოწმების ახალი წესების დანერგვა დაავალა. არხის ცნობით, ეს იმიგრაციის შესახებ კანონის ე.წ. სოციალური ტვირთის დებულებას ეხება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები