ტაილანდში სარკინიგზო ავარიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 28-მდე გაიზარდა
ტაილანდში სარკინიგზო ავარიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 28-მდე გაიზარდა, დაშავებულია 64 ადამიანი.
მატარებელი ლიანდაგიდან მას შემდეგ გადავარდა, რაც სამ ვაგონს სამშენებლო ამწე დაეცა.
შემთხვევა ნახონ რაჩასიმას პროვინციაში იმ დროს მოხდა, როდესაც ამწე რკინიგზის პროექტზე მუშაობდა.
ტრანსპორტის მინისტრის განცხადებით, ინციდენტის დროს მატარებელში 195 მგზავრი იმყოფებოდა და საქმის საფუძვლიანად გამოძიება მოითხოვა.
მიუხედავად იმისა, რომ ავარიის მიზეზი კვლავ უცნობი რჩება, ტაილანდის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მისი აზრით, ეს შეიძლება რამდენიმე ფაქტორით ყოფილიყო გამოწვეული, სავარაუდოდ, დაუდევრობით.
როგორც მან აღნიშნა, პროექტს „ადრეც რამდენიმე ინციდენტი ჰქონდა“ და დაახლოებით ერთი წლის წინ გვირაბის ჩამონგრევა მოჰყვა.
„ასეთი უბედური შემთხვევები შეიძლება მოხდეს მხოლოდ დაუდევრობის, გამოტოვებული ნაბიჯების, პროექტიდან გადახრების ან არასწორი მასალების გამოყენების გამო“, – თქვა მან.