უელსის სამიტის გადაწყვეტილების იმპლემენტაცია, ჯეიმს აპატურაის აზრით, კარგი ტემპით მიდის

„როგორც ნატო, ასევე საქართველოს ხელისუფლება უელსში მიღებული გადაწყვეტილების იმპლემენტაციას ძალიან კარგი ტემპით ახორციელებს“,- ეს განცხადება ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ საქართველოს ატლანტიკურ საბჭოში გამართული ონლაინკონფერენციის დროს გააკეთა.
„ამ ზაფხულს გვექნება ერთობლივი წვრთნები საქართველოში. ჩვენ გამოვყავით სამუშაო ჯგუფი, რომელიც მალე ჩავა საქართველოში. ალიანსის ექსპერტები ეხმარებიან საქართველოს თანამედროვე საწვრთნელი ცენტრის შექმნაში“, – განაცხადა აპატურაიმ.
საქართველოს ხელისუფლების მიერ ამ მიმართულებით ბოლო დროს გადადგმული ნაბიჯებით აპატურაიმ კმაყოფილება გამოთქვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები