კახა კალაძე: ამ ეტაპზე კოალიციის დაშლის საფრთხე არ არსებობს

ვიცე-პრემიერ კახა კალაძის განცხადებით, კოალიცია “ქართულმა ოცნებამ” ის მისია შეასრულა, რის გამოც შეიქმნა და ყველასთვის ცნობილია, რომ, ადრე თუ გვიან, ის დაიშლება.
როგორც კალაძემ, ვიდეოდიალოგისას, კოლიციის დაშლის შემდეგ მის გეგმებზე დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, ამ ეტაპზე კოალიციის დაშლის საფრთხე არ არსებობს.
“კოალიციის დაშლის შემთხვევაში, პირველ რიგში, ისევ ქვეყნის სამსახურში ყოფნას ვაპირებ. კოალიცია, რომ ადრე თუ გვიან დაიშლება, ეს ყველამ ვიცით. ეს პოლიტიკური სენსაცია, ან კატასტროფა არაა. ეს უბრალოდ პოლიტიკური რეალობიდან და გამოწვევებიდან გამომდინარე პროცესია.  რის გამოც კოალიცია შეიქმნა, ის მისია უკვე შესრულებულია. ვნახოთ, კოალიციის წევრები რას გადაწყვეტენ და ამ შედეგიდან გამომდინარე ვიმსჯელოთ, თუმცა ამ ეტაპზე კოალიციას დაშლის არანაირი საფრთხე არ ემუქრება”, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები