ევროკავშირი უკრაინას “გაზპრომის“ დავალიანების გადახდაში დაეხმარება

ევროკავშირი მზადაა, უკრაინას “გაზპრომის“ დავალიანების გადახდაში დაეხმაროს, – განცხადება ამის შესახებ კომისარმა ენერგეტიკის სფეროში გიუნტერ ოტინგერმა მას შემდეგ გააკეთა, რაც “გაზპრომმა” უკრაინისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებასთან დაკავშირებით დაწესებული შეღავათები გააუქმა.
როგორც “გაზპრომის” ხელძღვანელმა რუსეთის პრემიერთან შეხვედრაზე განაცხადა, უკრაინელი პარტნიორები არ ასრულებენ მოლაპარაკების პირობებს. რუსული მხარის გამოთვლით, კიევმა ვალის სახით მილიარდ-ნახევარი დოლარი უნდა გადაიხადოს.
მომხდართან დაკავშირებით დიმიტრი მედვედევმა ფინანსთა სამინისტროს არსებული მდგომარეობის შესწავლა და უკრაინისთვის 2-დან 3 მილიარდ დოლარამდე კრედიტის გამოყოფის განხილვა დაავალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები