შსს-ის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის მარნეულის რაიონის სოფელ კირაჩმუღანლოში 1972 წელს დაბადებული ომარ ბ.დააკავეს, რომელსაც ჩხრეკის შედეგად 4 აბი ტრამადოლი და 11 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება აღმოუჩინეს.
ქიმიური ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ის 0,3689 გრ. ჰეროინს შეიცავდა. თავად ომარ ბ. კი ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).