ბესო ხარძიანის შვილი ადვოკატთან ერთად რამდენიმე საათია პროკურატურაში იმყოფება
მოკლული ბესო ხარძიანის შვილი ადვოკატთან ერთად უკვე რამდენიმე საათია მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება. ხარძიანის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ გარდაცვლილის შვილმა მარაბდის ქუჩაზე მდებარე სახლთან ბოლო ორი დღის განმავლობაში მოთვალთვალე პირი შენიშნა. პროკურატურაში დაკითხვა, სავარაუდოდ, ამ თემას უკავშირდება. შვილისთვის მამის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია, იგი დაკითხვაზე იქამდე წაიყვანეს, სანამ ბესო ხარძიანის გარდაცვალება გახდებოდა ცნობილი.
ბესო ხარძიანი მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობებით თავის, გულმკერდისა და მუცლის მიდამოში გადაუდებელი მედიცინის ცენტრში გარდაიცვალა. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ბესიკ ხარძიანის მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.