პროკურატურამ ბესო ხარძიანის დაჭრის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ბიზნესმენ ბესო ხარძიანის დაჭრის საქმეს საქართველოს გენერალური პროკურატურა იძიებს, – ამის შესახებ „კვირას“ პროკურატურაში განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, გამოძიება 19,108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს პირველადი საგამოძიებო მოქმედებები.
დღეს ბიზნესმენ ბესო ხარძიანს საკუთარ საცხოვრებელ სახლთან ესროლეს. წინასწარი ინფორმაციით, ბიზნესმენი ფეხისა და თავის არეშია დაჭრილი. მას რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაცია უტარდება.
მეზობლების ინფორმაციით პირი, რომელმაც ხარძიანს ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუხსნა ცეცხლი, მოტოციკლზე იჯდა და შავი ჩაფხუტი ეფარა.