პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლას დებატები არ მოჰყვება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, თემურ ჭკუასელის თქმით, ბიუროს სხდომაზე გადაწყდა, რომ პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლას დებატები არ მოჰყვება.
როგორც ჭკუასელმა აღიშნა, ფრაქციათა თავმჯდომარეები 15-წუთიანი რეჟიმით ისაუბრებენ საკუთარი ფრაქციები სახელით.
„დებატები არ იქნება. ეს საკითხი გადაწყდა ბიუროს სხდომაზე. ფორმატი იქნება შემდეგი: გამოვა ყველა ფრაქციის თავმჯდომარე 15 – წუთიან რეჟიმში და გააჟღერებს ფრაქციის წევრების კითხვებსა თუ მოსაზრებებს“, – განაცხადა თემურ ჭკუასელმა.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თავის ყოველწლიური ანგარიშით საქართველოს პარლამენტში 2015 წლის 31 მარტს წარსდგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები