ირაკლი ღარიბაშვილი ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” წევრებს ხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” წევრებს ხვდება. შეხვედრა “ქართული ოცნების” ოფისში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.
შეხვედრაზე განსახილველი ძირითადი თემები იქნება მომავალი კვირის საპარლამენტო მუშაობა, ფრაქციის პოზიცის ჩამოყალიბება კანონმდებლობისა და იმ საკითხების მიმართ, რომელიც საპარლამენტო სესიაზე იქნება განხილული.
როგორც დეპუტატმა გია ჟორჟოლიანმა ფრაქციის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, გარკვეულწილად ჩამოყალიბებული არიან, თუ როგორ წარიმართება პრეზიდენტის გამოსვლა პარლამეტში. მისი თქმით, დებატები მიზანშეწონილი არ არის.
“დებატების გამართვა არ არის მიზანშეწონილი, რადგან პრეზიდენტი არ წარმოადგენს აღმასრულებელ ხელისუფლებას”, – აღნიშნა გია ჟორჟოლიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები