დავით ბაქრაძე კვიპროსის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ კვიპროსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან იოანის კასულიდისთან ორმხრივი შეხვედრა გამართა. შეხვედრა კვიპროსის რესპუბლიკაში სახელმწიფო მინისტრის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოსა და კვიპროსის რესპუბლიკას შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების პესპექტივებზე საგარეო საქმეთა სამინისტროში კვიპროსისა და საქართველოს დელეგაციებმა გაფართოებული კონსულტაციების ფორმატში იმსჯელეს.
მხარეებმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის, საქართველოსა და კვიპროსს შორის ორმხრივი ურთიერთობის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის პესრპექტივებზე იმსჯელეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები