თინა ხიდაშელი: ვისურვებდი, მთავრობა პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენას დაესწროს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი მიიჩევს, რომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიური ანგარიშის მოხსენებას საქართველოს პარლამენტში მთავრობის წარმომადგენლები უნდა დაესწრონ, თუმცა დასძენს, რომ აღნიშნული მთავრობის წევრების გადასაწყვეტია. ხიდაშელმა ასევე აღნიშნა, რომ პარლამენტის წევრებს პრეზიდენტთან სადებატო საკითხები არ აქვთ.

„მე არ გავურბივარ კითხვებს, მე ვისურვებდი, მთავრობა იქ იყოს, თუმცა, არის მთავრობის გადასაწყვეტია. საქართველოს პარლამენტს და საქართველოს პრეზიდენტსაც ვურჩევდი, არასწორ აქცენტებს ნუ აკეთებენ თავიანთ განცხადებებში, საქართველოს პარლამენტი არ არის მოსაწვევების გამგზავნი ორგანიზაცია. მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს, დაესწრება თუ არა სხდომას. პარლამენტის კარი ყოველთვის ღიაა ყველასთვის. პრეზიდენტთან სადებატო პარლამენტს არაფერი არ აქვს, გამომდინარე იმ ფუნქციებიდან, რომელიც პრეზიდენტს აქვს. ამიტომ ეს უბრალოდ ცირკის ნაწილი იქნება“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ყოველწლიური ანგარიშით საქართველოს პარლამენტში 2015 წლის 31 მარტს წარდგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები