ნოდარ ხადური: ცალსახად მინდა ვთქვა, რომ არანაირი სეკვესტრი არ იქნება

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, მუშაობა ბიუჯეტის კორექტირებასთან დაკავშირებით გრძელდება, თუმცა საბიუჯეტო ცვლილებები მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, რადგანაც, თუ რომელიმე მუხლი შემცირდება, ზოგიერთი ტიპის ხარჯი შეიძლება გაიზრდოს.
„ცალსახად მინდა ვთქვა, რომ არანაირი სეკვესტრი არ იქნება. სეკვესტრი ნიშნავს, როდესაც ფინანსთა მინისტრი პარლამენტის ყოველგვარი თანხმობის გარეშე გარკვეული სახის მუხლებს გარკვეული პროპორციით ამცირებდა. ახლა კი, თუ რომელიმე მუხლი შემცირდება, შესაბამისად, ზოგიერთი ტიპის ხარჯი შეიძლება გაიზრდოს კიდეც. ამაზე ვმუშაობთ“, – განაცხადა ხადურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები