ლევან ყიფიანი: მინისტრად არ დავბადებულვარ, აქ მოვხვდი იმ გუნდის მეშვეობით, რომელიც ახლა ხელისუფლებაშია

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი სპორტის კომიტეტის მხრიდან გამოთქმულ შენიშვნებს არ ეთანხმება, თუმცა, ამავდროულად, აცხადებს, რომ მზად არის, რომ ყველა არგუმენტირებულ შეკითხვას ამომწურავი პასუხი გასცეს.

მინისტრის განცხადებით, ის პასუხისმგებლობას არ გაურბის.

“რაც შეეხება დაძაბულობას, რა თქმა უნდა, ეს ხდება ხოლმე. შესაბამისად, პასუხისმგებლობის საკითხიც თუ დადგა, ამის არ გვეშინია. კიდევ ერთხელ თუ დაისმება შეკითხვები, მე მზად ვარ, მთელი პასუხისმგებლობით გავცე ყველა კითხვაზე პასუხი. ყველა არგუმენტირებულ მოთხოვნას შევხვდები. მე მინისტრად არ დავბადებულვარ. მე მინისტრად მოვხვდი იმ გუნდის მეშვეობით, რომელიც ახლა ხელისუფლებაშია. მე ვემხრობი ამ გუნდს და მისი წევრი ვარ. მე ანგარიშვალდებული ვარ, პირველ რიგში, ამ გუნდის წინაშე”,- აცხადებს ყიფიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები