აგრარულ უნივერსიტეტთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას გიორგი კვირიკაშვილი გამოეხმაურა

სააპელაციო სასამართლოს მიერ აგრარულ უნივერსიტეტთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გამოეხმაურა.
„მიუხედავად იმისა, რომ უფლება გვაქვს, გავასაჩივროთ ეს გადაწყვეტილება, არ ვაპირებთ გასაჩივრებას და, რა თქმა უნდა, დავუდასტურებთ მათ საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებას“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
მედიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ, თუ რას აპირებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ აგრარულ უნივერსიტეტსა და ეკონომიკის სამინისტროს შორის მიმდინარე პროცესის თაობაზე დღეს გამოტანილ გადაწყვეტილებაზე.
„აქამდე რაც იყო, იმაზეც მინდა მცირე განმარტება გავაკეთო: არსებობდა გამოძიების მხრიდან წამოსული შეკითხვები შესრულებულ ვალდებულებებზე. ეს შეკითხვები იყო ლეგიტიმური, იმ წინასწარი ინფორმაციიდან გამომდინარე, რაც არსებობდა ხარჯებთან დაკავშირებით. ამ შეკითხვებს გაეცა პასუხი, შესაბამისად, მე პირადად ვერ ვხედავ საფუძველს იმისთვის, რომ გავასაჩივროთ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება“, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
ვიცე-პრემიერის თქმით, შეკითხვები იყო საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით და მიდიოდა ჩვეულებრივი გამოძიება.
„ამ ეტაპზე ალტერნატიული წყაროების მხრიდანაც დადასტურებულია ვალდებულებების შესრულება და დამატებითი ინვესტიციებიც განხორციელებულია, ამიტომ საფუძველს იმისთვის, რომ გაგრძელდეს სასამართლო პროცესი, ვერ ვხედავ“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები