სასჯელაღსრულების N5 დაწესებულებაში კონცერტს გიორგი მღებრიშვილი და ნორვეგიის სამეფოს პარლამენტის პრეზიდენტი დაესწრნენ

სასჯელაღსრულების N 5 დაწესებულებაში საგანგებოდ გამართულ კონცერტს, რომელშიც თავად მსჯავრდებულები მონაწილეობდნენ, დღეს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრთან გიორგი მღებრიშვილთან ერთად, ნორვეგიის სამეფოს პარლამენტის პრეზიდენტი ოლემიკ ტომესენი დაესწრო.

„მნიშვნელოვანია იმ გამოცდილების გაიზარება, რომელიც ნორვეგიას სასჯელაღსრულების სისტემის მართვის კუთხით გააჩნია. ის ცნობილია თავისი ლიბერალური და დემოკრატიული პენიტენციური სისტემით, მას ერთ-ერთი მოწინავე ადგილი უკავია განვითარებული ქვეყნების სასჯელაღსრულების სისტემებს შორის. მაშინ, როდესაც ჩვენი სამინისტრო ინსტიტუციურ რეფორმას ახორციელებს, დროულია მსგავსი გამოცდილებისა და რეკომენდაციების გაზიარება. მინდა, მადლობა გადავუხადო ნორვეგიის მთავრობას გაწეული თანადგომისთვის. განსაკუთრებით დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ოსლოს მუნიციპალურ ბიბლიოთეკას იმისთვის, რომ ამ დაწესებულებაში მაღალი სტანდარტების ბიბლიოთეკის შექმნაში დაგვეხმარა. იმედს გამოვთქვამ, რომ თანამშრომლობა და მჭიდრო ურთიერთობა ჩვენს ქვეყნებს შორის მომავალშიც გაგრძელდება“,-აღნიშნა გიორგი მღებრიშილმა.

კონცერტის დასასრულს ნორვეგიის პარლამენტის პრეზიდენტმა ქალბატონებს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და ნორვეგიული ხალხური სიმღერა შეასრულა, რომელიც მსჯავრდებულ და ბრალდებულ ქალებს მიუძღვნა. ოლემიკ ტომესენმა საქართველოსა და ნორვეგიის თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა. „ეს ბიბლიოთეკა ნორვეგიის მხარდაჭერით მოეწყო. მე დარწმუნებული ვარ, თანამშრომლობა მომავალში უფრო გაძლიერდება. ამ წელს ნორვეგია თავის დაფინანსებას საქართველოსთვის 50%-ით ზრდის და შესაძლოა, მსგავსი პროექტები ერთად კიდევ განვახორციელოთ“,- აღნიშნა ნორვეგიის სამეფოს პარლამენტის პრეზიდენტმა.

11084312_1561636160754622_1111969614_n

11086674_1561636157421289_1696413383_n

11092526_1561636124087959_1217467887_n

11092606_1561636170754621_237218765_n

11092657_1561636140754624_1723076650_n

11095312_1561636150754623_588820982_n

11095505_1561636130754625_1584833758_n

11096857_1561636127421292_929245798_n

11103874_1561636154087956_1945747376_n

11103967_1561636107421294_1935648399_n

11040241_1561636117421293_735976849_n

11050982_1561636137421291_434048273_n

11056814_1561636144087957_2007660811_n

11075257_1561636164087955_1379535587_n

11079667_1561636134087958_1721885118_n

11081565_1561636120754626_249415598_n

11081813_1561636110754627_694142663_n

11082724_1561636147421290_932316321_n

11082835_1561636114087960_934428149_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები