ე.წ. კაბელების საქმეზე შესაძლოა, სხვა ყოფილი მაღალჩინოსნებიც დაიკითხონ

ე.წ. კაბელების საქმის პროკურორის ზვიად გუბელაძის განცხადებით, გამორიცხული არ არის, რომ აღნიშნულ საქმეზე თავდაცვის სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნებიც დაიკითხონ.
“არ ვამბობ, რომ გვაქვს მტკიცებულებები, თუმცა პროკურატურას აქვს ვარაუდები სხვა მაღალი თანამდებობის პირების მიმართ, მიმდინარეობს ძიება, და თუ რაიმე გამოიკვეთება, ეცნობება საზოგადოებას. 5 პირის საქმე გამოიყო და ძირითადი საქმე ძიებაში დარჩა, რომლის ფარგლებში, არ გამოვრიცხავ, მოხდეს სხვა ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების დაკითხვა”, – განაცხადა გუბელაძემ.
აღსანიშნავია, რომ ე.წ. კაბელების საქმეში თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსანს ბრალი უკვე წარედგინა, თუმცა ალასანიას დაკითხვა ამ დრომდე არ მომხდარა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები