არჩილ თალაკვაძე: გივი თარგამაძემ პოლიციელი შეცდომაში შეიყვანა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გივი თარგამაძემ შეცდომაში შეიყვანა პოლიციელი და ასე მოიპოვა კანონმდებლობით დაცული ინფორმაცია.
“ნებისმიერი ცვლილება და ნებისმიერი განახლება, თუნდაც კონტროლის მექანიზმის, თუნდაც ვიდეოგადაღების, ან ფოტოგადაღების უკავშირდება მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ პერსონალური მონაცემები უფრო უკეთ უნდა იყოს დაცული და ამის საჭიროება რომ არსებობს, ამაზე კიდევ ერთხელ მიგვითითებს ის ფაქტი, რომ ბატონმა თარგამაძემ მოახერხა და შეცდომაში შეიყვანა ერთ-ერთი პოლიციელი, რომელმაც კანონდარღვევით გადასცა მას კანონმდებლობით დაცული ინფორმაცია”, – აცხადებს თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები