ირაკლი ღარიბაშვილი დღეს სამეგრელოს ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რეგიონების ეკონომიკური პოტენციალის პრეზენტაციას განაგრძობს. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, დღეს ირაკლი ღარიბაშვილი სამეგრელოს ეწვევა და ბიზნესმენებს შეხვდება. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ეკონომიური პოტენციალის პრეზენტაცია 14:00 საათზე, ანაკლიაში გაიმართება.
სამეგრელოში სტუმრობისას, პრემიერ-მინისტრი ხობში თხილის საწარმოს დაათვალიერებს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის რეგიონულ ოფისს გახსნის.
რეგიონების ეკონომიკური პოტენციალის პრეზენტაცია ერთი კვირის წინ სამცხე-ჯავახეთიდან დაიწყო. “საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, შესწავლილია ყველა რაიონსა და ქალაქში არსებული რესურსი, რათა ხელისუფლებამ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ადგილობრივი წარმოების განვითარებას. რეგიონების განვითარების პროგრამაში აქტიურად იქნება ჩართული კერძო სექტორი და ადგილობრივი მოსახლეობა”, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები