ეკა ბესელია: სისხლის სამართლის საქმის პროცესში არ და ვერ ჩავერევით

პარლამენტის უმრავლესობის წევრის ეკა ბესელიასს თქმით, ე.წ. „კაბელების საქმეში“ უმრავლესობის წევრები ვერ ჩაერევიან, რადგან აღნიშნული საქმის სამართლებრივი პროცედურები კანონის სრული დაცვით უნდა წარიმართოს.
„სისხლის სამართლის საქმის პროცესში არ და ვერ ჩავერევით. ყველა პროცედურა უნდა წარიმართოს კანონის სრული დაცვით და უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყველა უწყების მხრიდან კანონისადმი თანასწორობისა და მხარეთა თანასწორობის პრინციპი. ეს არის მნიშვნელოვანი და მთავარი. დანარჩენი სასამართლო-პროკურატურის სამართლებრივ სივრცეში უნდა იყოს განხილული სამართლიანად ეს საქმე“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
მთავარმა პროკურატურამ 2014 წლის 28 ოქტომბერს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები დააკავა. უწყების ინფორმაციით, მოქმედი თანამდებობის პირებს ბრალად სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 მლნ 102 ათას 872 ლარის გაფლანგვა ედებათ. წარდგენილი ბრალდების თანახმად, მათ 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები