“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერები შტეფან ფულეს შეხვდნენ

“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერები ირაკლი ალასანია და მაია ფანჯიკიძე გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, ევროკავშირის ყოფილ უმაღლეს კომისარს, შტეფან ფულეს შეხვდნენ.
„თავსუფალი დემოკრატების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, ერთსაათიანი შეხვედრის დროს მხარეებმა ისაუბრეს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, ასევე, განხილული იქნა თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსნის პატიმრობის და ე. წ. კაბელების საქმის თემა.
„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ, სტუმარს პარტიის სამომავლო გეგმები გააცნო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები