ირმა ქავთარაძე UNIDO-ს კონფერენციაში მონაწილეობდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირმა ქავთარაძემ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში საქართველოში რესურსეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა წარმოების შესახებ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, კონფერენციაზე განხილული იყო საქართველოში მიმდინარე რესურსეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა წარმოების პროექტის შედეგები და გამოცდილება განვლილი ერთი წლის მანძილზე.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს აგრეთვე საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, სხვა სამთავრობო და კერძო სექტორის, არასამთავრობო და სამეცნიერო ინსტიტუტების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. კონფერენციის პარალელურად, გაიმართა ტრენინგები EAP GREEN პროგრამის ბენეფიციარი ქვეყნების ექსპერტების და პროექტის კოორდინატორების მონაწილეობით კვების მრეწველობის, სამშენებლო მასალების და ქიმიური მრეწველობის სექტორებში რესურსეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა წარმოების მეთოდების და რესურსეფექტური და სუფთა წარმოების პროექტების დაფინანსების შესახებ. კონფერენცია გაიმართა რესურსეფექტური და სუფთა წარმოების სადემონსტრაციო პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) მიერ ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები