დავით სერგეენკო: ძალიან ნათლად გაეცა პასუხები დასმულ კითხვებს

პრემიერ-მინისტრის ჟურნალისტებთან შეხვედრა ნაყოფიერი იყო, რადგან ყველა შეკითხვას ნათლად გაეცა პასუხი, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
“ჩემი აზრით, პრემიერ-მინისტრის კონფერენციაზე ძალიან ნათლად იყო ჩამოყალიბებული მთავარი მიმართულებები, ის, რაც უკვე შესრულდა და რაზეც მუშაობს საქართველოს მთავრობა. ჩემი აზრით, ძალიან ნათლად გაეცა პასუხები დასმულ კითხვებს”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები