კოალიცია „უფლებადამცველი“ პრეზიდენტს პატიმარ თეა სირაძის შეწყალებას სთხოვს

არასამთავრობო ორგანიზაცია კოალიცია ,,უფლებადამცველი” საქართველოს პრეზიდენტს განცხადებით მიმართავს, ვადაზე ადრე შეიწყალოს პატიმარი თეა სირაძე. ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ოთხი შვილის დედას, რომელიც სასჯელს ინდოეთის 5 მოქალაქის ცემისთვის იხდის, დარჩენილი აქვს კიდევ 7 წელიწადი. ორგანიზაცია ასევე, შეწყალების კომისიას მიმართავს, რათა თეა სირაძის საქმეზე რეაგირება მოახდინონ.
„ქალბატონი თეა სირაძე სასჯელს იხდის 5 ინდოელი სტუდენტის ცემისთვის, რომლებმაც მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. იგი დააკავეს 2009 წელს და 2010 წელს სააკაშვილი-კუბლაშვილის მარიონეტულმა სასამართლომ მას მიუსაჯა 28 წლით თავისუფლების აღკვეთა. შემდეგ ამნისტიამ მოაკლო 15 წელი და დაუტოვა 13 წელი. დღესდღეობით ქალბატონ თეას დარჩენილი აქვს 7 წელი. ჩვენ, ა/ო კოალიცია ,,უფლებადამცველის” წარმომადგენლებმა 17 მარტს ვინახულეთ იგი. ანა არის მხნედ და შემართებით. იგი გახლავთ 4 შვილის დედა, ყოფილი კიკბოქსიორი, საქართველოს ჩემპიონი. ასევე, შეწყალების კომისიის თავმჯდომარეს ბატონ ზვიად ქორიძეს ვთხოვთ, ყურად იღოს აღნიშნული საქმე. წესით, ანა, აქამდეც უნდა შეეწყალებინათ, რომ მომხდარიყო მისი საქმის სრულფასოვნად შესწავლა“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები