გერმანიამ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაცია მოახდინა – პრემიერის მადლობა
გერმანიამ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაცია მოახდინა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ მიმდინარე პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრემიერმა გერმანიის მთავრობას და საკანონმდებლო ორგანოს მადლობა გადაუხადა.
„ამ წუთებში გვაცნობეს, რომ გერმანიის ბუნდესტაგში მიმდინარეობის ევროპის კავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაცია. მინდა მივესალმო ამ ფაქტს, გამოვხატო მადლიერება და პატივისცემა გერმანიის მთავრობის, საკანონმდებლო ორგანოსა და საზოგადოების მიმართ, რომლებმაც მოახდინეს ასეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტის რატიფიცირება, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.