პარლამენტში სამი კომიტეტის თავმჯდომარის ვაკანტურ ადგილებზე დასანიშნად კანდიდატები შეირჩნენ
საქართველოს პარლამენტის სამი კომისიის თავმჯდომარეების ვაკანტურ პოსტებზე დასანიშნად კანდიდატები შეირჩნენ,- ამის შესახებ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ ისაუბრა.
როგორც ხუნდაძემ განმარტა, კანდიდატების გამოცდილება მათი მომავალი პოსტების შესატყვისია, რის გამოც უმრავლესობა იმედოვნებს, რომ მათი მუშაობა კომიტეტების თავმჯდომარეების პოსტზე წარმატებული იქნება.
„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი – საფინანსო – საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეობა თამაზ მეჭიაურს დაევალოს, გარემოს დაცვის კომიტეტი გია ჟორჟოლიანს ჩაბარდა, მესამე კომიტეტი არის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი, რომლის თავმჯდომარეობა თემურ ჭკუასელს დაევალა. ვფიქრობ, რომ ეს კანდიდატურები სწორად არის შერჩეული. მათი კომპეტენცია და გამოცდილება მათ ახალ თანამდებობებთან შესატყვისია. ვფიქრობ, ისინი დაკისრებულ ვალდებულებებს თავს გაართმევენ“,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.