ირაკლი ღარიბაშვილი ალასანიას საქციელს უზნეობასა და არავაჟკაცურს უწოდებს

ირაკლი ალასანიას მიერ სახელმწიფო საიდუმლოების თემებით სპეკულირება არის უზნეობა და არავაჟკაცური საქციელი, – ამის შეახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ მიმდინარე პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მე არ ვაპირებდი ირაკლი ალასანიას განცხადებაზე კომენტარის გაკეთებას. მე ვფიქრობ, რომ თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ გასცა ამომწურავი პასუხი. ზოგადად, მიმაჩნია, რომ მსგავსი საკითხის პოლიტიზება და ასეთი თემებით სპეკულირება არის საკმაოდ უზნეო საქმე. მე არ ვისურვებდი ამ თემაზე რაიმე სერიოზული განცხადების გაკეთებას. ასეთი სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი, საიდუმლო საქმეებით სპეკულირება არ არის ვაჟკაცების საქმე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები