ღარიბაშვილი – ლარის კურსი ზაფხულისთვის დასტაბილურდება

ლარის კურსის 30-პროცენტიანი ვარდნა საგარეო ფაქტორებით არის გამოწვეული და მის დასტაბილურებას ზაფხულისთვის ველოდებით. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. „კრიზისია უკრაინაში, იქ ფაქტობრივად ომია, კრიზისია რუსეთში, აზერბაიჯანში, სომხეთში და შუა აზიაში. ეკონომიკის ზრდამ ამ ქვეყნებში 0 პროცენტი შედგინა. ყველა ქვეყანაში დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტები გაუფასურდა“, – აცხადებს ღარიბაშვილი. პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ამ საკითხზე მთავრობა აქტიურად მუშაობს ეროვნულ ბანკთან და საერთაშორისო სავალურტო ფონდთან ერთად. „სამწუხაროდ, ამ ეტაპზე მზა რეცეპტი არ მაქვს. რამდენიმე თვეში ლარის კურსის დასტაბილურებას ველოდებით“, – ამბობს ღარიბაშვილი. მისი თქმით, პრობლემის მოგვარების საუკეთესო გამოსავალი ინვესტიციების ოდენობის გაზრდაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები