პრემიერ-მინისტრი ყველა მინისტრის მუშაობით კმაყოფილი არ არის

ამ ეტაპზე მთავრობაში რაიმე ცვლილებები არ იგეგმება, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო “ჰოლიდეი ინში”, მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა.
„ამ ეტაპზე არ იგეგმება არცერთი მინისტრის გადახედვა-განთავსუფლება, საოცარია, ამდენი სპეკულაცია მედიაში. მე მესმის, თქვენ უფრო გაინტერესებთ სენსაციები, თუმცა მე ამ სენსაციას არ გპირდებით უახლოეს მომავალში“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა კმაყოფილი პრემიერი მთავრობის წევრების მუშაობით, როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, ის ყველა მინისტრის მუშაობით კმაყოფილი არ არის.
„რომ გითხრათ, რომ ყველა მინისტრის მუშაობით კმაყოფილი ვარ, არ იქნება მთლად გულწრფელი ნათქვამი. მე, პირადად, საკუთარ თავს ვთხოვ, მაქსიმალურის გაკეთება შევძლო და იგივე მოწოდება მაქვს მინისტრებისადმი. მე მაქვს მოთხოვნა მინისტრებისადმი, რომ მეტი ინიციატივა აიღონ მათ, მეტი აქტიურობისკენ მოვუწოდებ და მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ ჩვენ ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის. ეს არის ჩემი მთავარი მოწოდება. ამ ეტაპზე რაიმე ცვლილებები მთავრობაში არ იგეგმება “, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები