ღარიბაშვილი – განათლება ჩვენი პრიორიტეტია
საქართველოში განათლების სისტემა მთავრობის ერთ-ერთი უპირველესი პრიორიტეტია. ამის შესახებ დღევანდელ პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, სახელმწიფოს დაფინანსებით პროფტექნიკურ სასწავლებლებში 20 ათასი ადამიანი ჩაირიცხა. 55 ათას სტუდენტს ასევე სახელმწიფო აფინანსებს. 100-ზე მეტ სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდა. პრემიერის განცხადებით, მასწავლებლის მინიმალური ხელფასი 17 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წამყვანი მასწავლებლების ანაზღაურება – 40 პროცენტით. 2-ჯერ გაიზარდა ასევე სამეცნიერო დაწესებულებების დაფინანსება, ხოლო მეცნიერების ხელფასი 300-400 პროცენტით გაიზარდა, – აღნიშნა ღარიბაშვილმა. პრემიერის განხცხადებით, ძალზე მნიშვნელოვნია ის ფაქტი, რომ გაიზარდა ოკუპირებული ტერიტორიებიდან სტუდენტების რაოდენობა. „წელს მათმა რიცხვმა 81-ით მოიმატა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერის თქმით, ამ სტუდენტების სწავლასაც სახელმწიფო აფინანსებს.