მოსკოვში ქართველი “კანონიერი ქურდი” დააკავეს
მოსკოვში პოლიციელებმა ქართველი კანონიერი ქურდი, მეტსახელად „კოტიკი“ დააკავეს. ჩხრეკის შედეგად დაკავებულს 50 გრამი ჰაშიში აღმოუჩინეს.
„დაკავებულია 32 წლის საქართველოს მკვიდრი, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე „ნარკოტიკების უკანონო გადატანის“ მუხლით”, – განუცხადეს სააგენტო „ინტერფაქსს“ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში.
რუსი სამართალდამცველების ინფორმაციით, მიმდინარეობს გამოძიება.