კაბუს ოპერაცია უტარდება

ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობის შედეგად მსახიობ კახა აბუაშვილს – კაბუს ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში ოპერაცია უკეთდება,- ამის შესახებ ქირურგმა დავით როხაძემ განაცხადა. მისი თქმით, ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც მარჯვენა ბარძაყის არეში გამჭოლი ჭრილობა აღენიშნებოდა, სამედიცინო დაწესებულებაში საღამოს 5 საათზე მიიყვანეს. როხვაძის ინფორმაციით, პაციენტმა გამჭოლი ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან მიიღო. მისივე თქმით, მსახიობს ძვლოვანი პათოლოგია, ანუ ძვალი მოტეხილი არ აქვს. მედიკოსების ინფორმაციით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება. შეგახსენებთ, რომ 39 წლის კახა აბუაშვილი, იგივე კაბუ ნაშუადღევს ვერაზე, ლურჯი მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები