გია სოსანაშვილის ადვოკატი პროკურატურას ბრალის გადაკვალიფიცირების მოთხოვნით მიმართავს

იური ვაზაგშვილის მკვლელობისთვის დაკავებული გია სოსანაშვილის ადვოკატი სოსო ჯოგლიძე, დღეს პროკურატურას ბრალის გადაკვალიფიცირების მოთხოვნით მიმართავს. ადვოკატი ჯოგლიისთვის ბრალის შემსუბუქებას ითხოვს. და აცხადებს, რომ გამოძიება არა დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის 109-ე მუხლით, არამედ 108-ე, მკვლელობის მუხლით უნდა გაგრძელდეს. „მთელი საქმის მასალები მოწმობს, რომ აწგარდაცვლილი იური ვაზაგაშვილი საფლავზე მარტო იმყოფებოდა. სასაფლაო არ შეიძლება ხალხმრავალ ადგილად ჩაითვალოს, აქედან გამომდინარე, კვალიფიკაცია კი არ უნდა დაუმძიმდეს, არამედ უფრო მეტად უნდა შეუმსუბუქდეს“, – განაცხადა ჯოგლიძემ.
შეგახსენებთ, რომ იური ვაზაგაშვილი, მიმდინარე წლის 20 იანვარს, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში საკუთარი შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავზე მაშინ ააფეთქეს, როდესაც მან შვილის საფლავზე ყვავილები მიიტანა. მიმდინარე წლის 8 თებერვალს კი მთავარმა პროკურატურამ იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ბრალდებით პოლიციის უკვე ყოფილი თანამშრომელი გია სოსანაშვილი დააკავა. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, მისი დაკავების საფუძველი ჩატარებული კვლევები გახდა, კერძოდ კი შემთხვევის ადგილზე გია სოსანაშვილის დნმ-ის კვალი იქნა აღმოჩენილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები