კომპანია „ეისითი“ ხვალ ინოვაციურ კვლევით ტექნოლოგიას – “აი თრექინგს” წარადგენს

  მარკეტინგული კვლევის კომპანია „ეისითი“ ხვალ სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში ტექნოლოგია, „აი თრექინგს“ წარადგენს, – ამის შესახებ „კვირას“ კომპანია „ეისითიდან“ აცნობეს. როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, „აი თრექინგი“ ვიზუალური კონცეფციების კვლევისა და შეფასების ყველაზე თანამედროვე, ზუსტი და სწრაფი ტექნოლოგიაა. ამ ტექნოლოგიის მეშვეობით შესაძლებელია ნებისმიერი ფორმატის ვიზუალური მასალის ტესტირება, იქნება ეს ბეჭდვითი თუ ელექტრონული რეკლამა, სატელევიზიო რგოლები, გარე რეკლამა, ვებგვერდი, პროდუქტის შეფუთვა თუ მაღაზიის დახლი. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, „აი თრექინგს“ წარმატებით იყენებენ მსოფლიოში ცნობილი ბრენდები, როგორებიცაა: Coca-Cola, McDonalds, Google, P&G, Microsoft, IBM, TOYOTA, Disney, Nestle, Gillette და სხვა ლიდერი კომპანიები.
ადგილობრივ ბაზარზე ტექნოლოგია სააგენტო “პროფიტმა” (PRofit) შემოიტანა, ხოლო 2014 წლიდან მისი ექსკლუზიური პარტნიორი საქართველოში „ეისითი“ გახდა, რაც ამ ტექნოლოგიის გაყიდვის ექსკლუზიურ უფლებას გულისხმობს.
პრეზენტაციაზე საქართველოს მთავრობის, ბიზნესისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები არიან მიწვეულები.
კომპანია „ეისითი“ პრეზენტაციას ხვალ 13:00 საათზე გამართავს.

1622738_10152012890454779_1874148458_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები