იემენში ტერაქტების სერიაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო (ფოტოკოლაჟი)

ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამური სახელმწიფო“ პასუხისმგებლობა აიღო პარასკევს იემენის დედაქალაქში მომხდარ ტერაქტზე, რომელსაც საერთო ჯამში 137 ადამიანი ემსხვერპლა. ამ დაჯგუფების იატაკქვეშა წარმომადგენლობა იემენში გასული წლის ნოემბრიდან არსებობს, მაგრამ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა აქამდე არ აუღია.
შეგახსენებთ, რომ ტერაქტების სერია იემენის დედაქალაქ სანას მეჩეთებში 4-მა თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო. იემენში პოლიტიკური არასტაბილურობა მიმდინარე წლის იანვრიდან შეინიშნება. ქვეყანა ფაქტობრივად ორ ნაწილადაა დაყოფილი.

10965742_10203609341345728_1058860376_n

11072104_10203609341425730_1529092837_n

11073715_10203609341385729_6187529_n

11079798_10203609341265726_916296206_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები