თეა წულუკიანი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო გვენეტაძის არჩევას მიესალმება

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო გვენეტაძის არჩევას მიესალმება. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
იუსტიციის მინისტრი და სამინისტროს გუნდი მიესალმება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ პარლამენტის მიერ ნინო გვენეტაძის არჩევას.
თეა წულუკიანი იმედოვნებს, რომ უზენაესი სასამართლოს ახლად არჩეული თავმჯდომარე მჭიდროდ ითანამშრომლებს სამინისტროსთან მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის განხორციელების გზაზე და ერთიანი ძალისხმევით დანერგავენ რეფორმით გათვალისწინებულ სიახლეებს.
თეა წულუკიანი, ასევე, მოხარულია, რომ ქალბატონი გახდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და წარმატებას უსურვებს მას მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის პროცესში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ნინო გვენეტაძეა არჩეულია. გვენეტაძე 88 ხმით ერთხმად აირჩიეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები